ანკეტის შევსება

კონტაქტ-ცენტრი «მაქსიმი»

«მაქსიმი» — ეს არის მგზავრების გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის შეკვეთების მიღებისა და დამუშავების ერთ-ერთი უდიდესი სპეციალიზირებული კონტაქტ-ცენტრი.

კონტაქტ-ცენტრის ფილიალები გახსნილია საქართველოს, აზერბაიჯანის, რუსეთის, ყაზახეთისა და ტაჯიკეთის ქალაქებში.

ისტორია

ვვითარდებით ტექნოლოგიების კვალდაკვალ

კონტაქტ-ცენტრი «მაქსიმი» აღმოცენდა ტაქსის სამსახურის პატარა სადისპეჩეროდან ქალაქ შადრინსკში. 2003 წლიდან კომპანია ქმნის შეკვეთების მაქსიმალურად სწრაფი დამუშავების ტექნოლოგიებს, აუმჯობესებს საკუთარი სწავლების პროგრამას და მუშაობის სტანდარტებს, ხსნის ფილიალებს ახალ ქალაქებსა და ქვეყნებში, ავითარებს დისტანციურ მიმართულებას.

ინოვაციები

ვაწარმოებთ საკუთარი პროგრამების შემუშავებას

კონტაქტ-ცენტრმა «მაქსიმმა» შექმნა უნიკალური პროგრამა, რომლის საშუალებით შესაძლებელი გახდა შეკვეთების მიღებისა და დამუშავების პროცესის სრულად ავტომატიზირება და მუშაობის ეფექტურობის გაზრდა. მას შემდეგ პროგრამული უზრუნველყოფა მუდმივად უმჯობესდება. დღეს ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ტექნოლოგიური კონტაქტ-ცენტრი.

ფასეულობები

ჩვენ გუნდურად ვმუშაობთ

ოპერატორები — კონტაქტ-ცენტრ «მაქსიმის» გული და ის საყრდენია, რომელზეც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული კომპანიის წარმატება. სწორედ ამიტომ კონტაქტ-ცენტრის მუშაობის საფუძველია — კორპორატიული ფასეულობები. ჩვენ ვზრუნავთ თანამშრომლებზე, ვცდილობთ, რომ ყოველი მათგანი მუშაობდეს კომფორტულ პირობებში და მეგობრულ გარემოში. ღირსეულად ვანაზღაურებთ შრომას და ხელს ვუწყობთ ამბიციურ ადამიანებს. ჩვენ ერთი გუნდი ვართ და ერთად ვაღწევთ დასახულ მიზნებს.

ხელმძღვანელები

სვეტლანა ფშენიჩნაია

საინფორმაციო ცენტრების — მონაცემთა ბაზების დამუშავების ცენტრების დირექტორი

დმიტრი ხალდეევი

ხარისხის სამსახურის ხელმძღვანელი

ალექსანდრა რუდაკოვა

პერსონალის სწავლებისა და განვითარების წამყვანი სპეციალისტი